06:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 10:18:28, 590 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო

ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის  მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  დადიანის ქ. N5-ში მდებარე  რეაბილიტირებულ შენობაში  ბინას 65 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.საცხოვრებელი ფართები  გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

აპლიკაციების მიღება 2015 წლის 16 ივლისს იწყება და 31 ივლისს დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, რეაბილიტირებულ შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 10- ოროთახიანი, ხოლო, 40 - სამოთახიანი.

საცხოვრებელი ფართის მისაღებად აპლიკაციების შევსება ქუთაისში, აბაშაძის ქ. N27-ში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics