17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 19:21:42, 4097 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდი ლარი მიემართება განათლებაზე

2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდი ლარი მიემართება განათლებაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას.

მისი თქმით, განათლების სისტემაში მომავალ წელს მიიმართება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და გაგრძელდება მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

„მომავალ წელს, მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, დაახლოებით, 140 მლნ ლარი მიიმართება. აქ შედის როგორც წელს, 1-ლი ოქტომბრიდან გაზრდილი ანაზღაურება, ასევე 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან გათვალისწინებული კიდევ 150-ლარიანი ზრდა და კიდევ ის თანხა, რაც შიდა საათების გადანაწილებით დამატებით გამოეყოფათ პედაგოგებს. ჯამში, დაახლოებით, 400 ლარამდე საშუალო ზრდა გვექნება მასწავლებელთა ანაზღაურების მიმართულებით. რაც შეეხება საბავშვო ბაღების ნაწილს  - 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მასწავლებლების და სხვა დასაქმებულების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით იზრდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics