19:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 12:36:56, 2060 ნახვა

ეკონომიკა
გაძვირდა სურსათი, თამბაქო, დასვენება - სექტემბერში ინფლაციამ 6.4% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 6.4% შეადგინა.

ფასების მატება განსაკუთრებით დიდი იყო შემდეგი სახის საქონელსა და მომსახურებაზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 14.6%; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 11.7%; დასვენება, გართობა და კულტურა - 6.9%; გასულ წელთან შედარებით, 5.5%-ით გაიაფებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ 1.7% შეადგინა. გაძვირდა შემდეგი ტიპის საქონელი და მომსახურება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 3.3%; განათლება - 2.7%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 2.2%.

ინფლაციის სამიზნეზე მაღალი მაჩვენებლის გამო, ეროვნულმა ბანკმა გასული თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა - კერძოდ, ჯამში 1%-ით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შემცირდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics