|
2019-10-03 10:44:05, 1742 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში
„ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში. რა თქმა უნდა, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი უკეთესია, მაგრამ გეგმა უნდა იყოს არა მარტო ამბიციური, არამედ რეალისტურიც", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტრო"-ს გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე" 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას. ნათია თურნავას განცხადებით, ბიუჯეტით განსაზღვრული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და წარმოდგენილი გეგმა რეალისტური და მიღწევადია, რადგან წელს აგვისტოს თვეში ეკონომიკის 5%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 თვეში საშუალო თვიური ზრდის მაჩვენებელი 5%-ია. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ - ამას ემსახურება ბიუჯეტი, საინვესტიციო პროგრამები და ჩვენს მიერ დაგეგმილი სხვა აქტივობები - ეკონომიკური გუნდის, მთლიანად მთავრობის და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის საქართველოს მთვარობის პროგნოზი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაცაა, რომელიც ამ თვალსაზრისით არის ძალიან კონსერვატიული მსაჯულია. „მიუხედავად ყველა რეგიონალური გამოწვევისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც დიდად ვართ დამოკიდებული იმაზე, რაც რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში ხდება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და დინამიური მაჩვენებელი - ბევრ ჩვენ მეზობელთან შედარებით, 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მაღალი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო და ეს არის მიღწევადი ამოცანა - ამას ეყრდნობა ჩვენი ბიუჯეტიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტთან საუბრისას.
(NS)
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)