|
2019-09-28 10:30:01, 1930 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა. ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია TK-ს ბავარიის ხელმძღვანელს, ქრისტიან ბრედლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო გემრანიის ჯანმრთელობის სადაზღვევო მოდელის გაზიარებაზე, ასევე იმ რეფორმების დანეგრგვაზე, რომელიც საქართველოში ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებას ითვალისწინებს. დაიგეგმა კომპანიის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში „მიუნხენ კლინიკის“ ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ორგანიზაცია სხვადახვა პროფილის ხუთ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. შესაძლოა უახლოეს მომავალში მათთან ოფიცილაური ხელშეკრულება გაფორმდეს, რაც ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას და გერმანიაში ქართველი პაციენტების შეღავათიან ფასში მკურნალობას ითვალისწინებს. “მათ აქვთ საკმაოდ მსხვილი სპექტრი დაწყებული ბავშთა ონკოლოგიიდან დამთავრებვული გერიატრიით. ისინი მზად არან მიიღონ ქართველი პაციენტები და ასევე მნიშვნელოვნად დაგვეხმარონ ჩვენი ექიმების გადამზადებაში, რათა სამომავლოდ პაციენტებს, საქართველოში კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება ქონდეთ“, - განაცხადა მინისტრმა. „მიუნხენ კლინიკის“ სამედიცინო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორ ულფ დელნერის განცხადებით ისინი მზად არიან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს და საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმონ. „საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე, რომელიც ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, რის შემდეგაც ქართველი პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა შეეძლებათ. ასევე მზად ვართ საქართველოსთან დავდოთ ხელშეკრეულება, ჩვენს კლინიკებში, ქართველი პაციენტების მიღების შესახებ და მათ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ“, - განაცხადა დოქტორ ულფ დელნერმა.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)