|
2019-09-25 18:02:41, 1703 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: მგონი ცოტა ხანში ზურაბიშვილი გამოვა და იტყვის, ვინ შეიწყალა ესენიო და დაგმობს საკუთარ საქციელს
მემგონი ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილი გამოვა და თვითონ იტყვის ნეტა ვინ შეიწყალა ესენი და თვითონაც დაგმობს მის საქციელს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, აუცილებლად გასარკვევია, თუ როგორ მივიდა პრეზიდენტი იმ ზომამდე, რომ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა. სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე გამოძიება რამე შედეგზე თუ გავა, რადგან ბევრი ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. თუნდაც მუხთარლის საქმე რომ ავიღოთ, ადამიანი კამერების თანდასწრებით, შუადღეს ქალაქიდან გაქრა და ამაზეც კი არა გვაქვს პასუხი. შესაბამისად, მე არ ველოდები, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი დადგება ამ გამოძიების შემდეგ და ძალიან გამოხარდება თუკი ვცდები. მაგრამ თუ არ დადგება კონკრეტული შედეგი გამოძიების შედეგად, ჩვენი მომდევნო გეგმა ეს არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. რა თქმა უნდა, არის ასეთი გარეგნული შთაბეჭდილება, რომ იბარებენ მოწმეებს, პროკურატურაში არის დიდი მიმოსვლა და ერთმანეთის მიყოლებით უმრავლესობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ გმობენ სალომე ზურაბიშვილის ქმედებას და მემგონი ცოტახანში სალომე ზურაბიშვილი გამოვა და თვითონ იტყვის ნეტა ვინ შეიწყალა ესენი და თვითონაც დაგმობს მის საქციელს, ამასაც კი ველოდები. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის გამოწვეული იმით, რომ საზოგადოებას ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა ამ შეწყალებებზე და შესაბამისად, ამ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლიდან გამომდინარე არის ის „ფაციფუცი“ ბატონი ნარმანიას ტერმინი რომ ვიხმარო, რომელიც არის შექმნილი პროკურატურაში“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)