|
2019-09-25 12:17:21, 973 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: გამოკითხულთა 90% ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობ - ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება
ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის წელსვე დასრულების შესახებ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და ვაკის რაიონის გამგებლის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას კითხეს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, პროექტის მომავალ წელს გაგრძელების შესახებ. „მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვი, რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა. ვკითხეთ საზოგადოებას, თუ რას ფიქრობენ პროექტის სამუშაოების მომავალ წელს გაგრძელებასთან დაკავშირებით. „ფეისბუქით“ გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ხელმძღვანელობით,აზრი ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხეთ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების გაგრძელების მომხრეა. ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. ვფიქრობ, რომ სწორია სამუშაოების გაგრძელება და მოსახლეობასვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე ქვედა ფენებში გზა 15 ოქტომბრისთვის მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოები ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. „ვინც გადაადგილდება ამ ქუჩაზე, ხედავს, თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. ოქტომბრის ბოლოსთვისთაქთაქიშვილის ქუჩამდე, პირველ ფენაში, გზა იქნება მოწყობილი. ჩვენ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. ანალოგიურად, ვაკის პარკამდე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)