22:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:01:52, 1987 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთა ვიზიტის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესგარემოს შესწავლა.

ივანე მაჭავარიანმა სტუმრებს გააცნო მაკროეკონომიკური პარამეტრები, საქართველოს წამყვანი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, ქვეყნის პოტენციალი სატრანზიტო და ლოგისტიკური მიმართულებით. საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო წლებში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებს.

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ვიზიტის ფარგლებში, შედგა საინტერესო შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სტარტაპებთან,  რომლებთაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით.  დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი ვიზიტი ქვეყანაში იქნება შედეგიანი და ორმხრივად სასარგებლო როგორც ინვესტიციების, ისე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.  

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ნიკოლოზ გაგუა, ასევე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე.

აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედიან უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ვენჩერული და საინვესტიციო ფონდების დამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics