|
2019-09-25 11:10:57, 788 ნახვა
საზოგადოება
ტრენინგი - „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ გრძელდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”. კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის „ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკის“ მონაწილეები ესტუმრნენ. მოსწავლეებს ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თამარ ალადაშვილი, შეხვდა და ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის როლზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბანაკის მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ კამპანიას 2019 წლის ბოლომდე გააგრძელებს.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)