22:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 19:16:54, 1777 ნახვა

საზოგადოება
„მთავარი არხის“ წილი ნიკა რურუას ძმამ იყიდა

"მთავარი არხის" 2.5%-იანი წილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერის, ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ იყიდა.

ამასთან, საკონტროლო პაკეტის 51%-იანი წილის მესაკუთრედ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რჩება.

გიორგი რურუა ვალდებულებას კისრულობს, რომ ანჯაფარიძის საკუთრებაში არსებული 49%-დან 2.5%-ის მის საკუთრებაში დარეგისტრირებიდან ერთი დღის განმავლობაში, კომპანიის საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 250 000 აშშ დოლარს ფულადი სახით შეიტანს. ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე კი წილის მიმღებმა 2 500 ლარი გადაიხადა.

შპს „მთავარი არხის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას, კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე) ის დაკარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შედეგებსაც, ხოლო წილი საკუთრებაში დაუბრუნდება კახაბერ ანჯაფარიძეს.

თუკი გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად შეასრულებს ვალდებულებას, ის კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება.

 

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics