|
2019-09-24 16:12:16, 1715 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: მინდა დავინახო ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე რომელიც დენის წყაროზეა შეერთებული
„გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება დავინახო ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე, რომელიც დენის წყაროზეა შეერთებული“, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მიმართა. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მას სურს კანდიდატისგან კითხებზე მარტივი პასუხი მიიღოს. „არ მინდა ადამიანისგან, რომელსაც შეკითხვებს ვუსვამ მოვისმინო მისი ფილოსოფიური შეხედულებები. მე მინდა მარტივად კითხვებზე პასუხის გაცემა „კი“ თუ „არა“. იქნებ რამენაირად ეს მაინც უზრუნველყოთ. აბსოლუტურად საკმარისი იქნება. რომ გითხრათ, რომ მისი აზრები ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, წინასწარ გეუბებით, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ, მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, ამისათვის მჭირდება დავინახო კანდიდატი არა, რაღაც რობოტი და ელექტრონული მომართვით, არამედ ადამიანი, მოქალაქე, რომელიც სუნთქავს, რომელსაც უხარია, რომელიც იცინის, ხან ეტირება, ხან იძინებს, ხან იღვიძებს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე, ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობს, რომ პასუხს არ გაგცემს, იმიტომ, რომ მოსამართლეა. რაღაც, დაქოქილი ფორთოხალივით გვესაუბრება აქ. ამიტომ, მე მინდა კითხვებზე პასუხი „კი“ და „არა“, პასუხი საქართველოს მოქალაქის, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ჩვენი სასამართლოს მომავალი და უნდა განსაჯოს მინიმუმ მომავალი ორი თაობის საქმეები. დღეს აქ მინიმუმ, ორი პოლიტიკური თაობის საქმეს ვაკეთებთ, ამიტომ, უზრუნველყავით, რომ მინიმალური სტანდარტი დაიცვას მოქალაქე მერაბ გაბინაშვილმა და გვესაუბროს, როგორც პასუხისმგებლობით, ისტორიული შეგრძნებებით, სოციალური შეგრძნებებით აღვსილმა საქართველოს მოქალაქემ. მშრალი პასუხები, რომ მოსამართლე ვარ და იმის იქით არ ვარსებობ, არ უნდა იყოს. ე ნუ მცემთ პასუხს, ჩემო ბატონო. აქ, (საკომიტეტო დარბაზში) კამერები აყენია, მოქალაქეები გიყურებენ და პასუხი მათ გაეცით. თქვენ, თუ მე არ მცემთ პატივს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. იმ ადამიანებს ეცით პატივი, რომლის ბედიც თქვენ უნდა განსაზღვროთ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)