20:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 13:17:49, 1033 ნახვა

საზოგადოება
კიდევ ერთი კარავი პარლამენტთან - დეკანოზის ძმა პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან აგრძელებს

მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ პარლამენტთან კარავი გაშალა. 

როგორც მამალაძემ აღნიშნა, ის დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვს და დასძინა, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. 

"ჩემი უდანაშაულო ძმა დღემდე იხდის სასჯელს. ის პარალიზებულ მდგომარეობაშია. ასევე სოლიდარობას ვუცხადებ 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც უდანაშაულოდ იმყოფებიან საპყრობილეში. მე ვიქნები აქ, მანამდე სანამ ჩემი ძმა არ გათავისუფლდება. მინდა უთხრა ყველას, რომ დიდი მოთმინების უნარი მაქვს და არ დავიღლები", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.  

მანამდე თორნიკე მამალაძეს კარავი საპატრიარქოსთან რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა გაშლილი. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კარავი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკასვილს უკვე წელიწადზე მეტია აქვს გაშლილი. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics