|
2019-09-19 14:08:33, 2020 ნახვა
პოლიტიკა
კვიციანი ომბუდსმენს: 8 სექტემბერს ე.წ. აქციის მონაწილეები თავს დამეხსნენ, მლანძღეს და თქვენ არ შეგიმჩნევიათ
8 სექტემბერს ე.წ. აქციის მონაწილეები თავს დამეხსნენ, მლანძღეს და თქვენ არ შეგიმჩნევიათ, - ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. გარდა ამისა, კვიციანმა მიმართა ომბუდსმენს განემარტა, თუ რას გულისხმობს სიძულვის ენა. „8 სექტემბერს თავს დამესხნენ დეპუტატს ე.წ. აქციის მონაწილეები და მათთან ერთად ჟურნალისტები, მლანძღეს და თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ. როდესაც ბენდუქიძეს მოღალატე უწოდეს და აქტივისტებმა შემოსძახეს, ისინი ხულიგნობის მუხლით ციხეში გაუშვეს. გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად. სიძულვილის ენას ახსენებენ ძალიან ხშირად. რა არის ბოლოსდაბოლოს ეს სიძულვის ენა? თქვენ 6 ფურცლიანი წერილი გამომიგზავნეთ, რომ თითქოს მე და სოფო კილაძემ დავარღვიეთ ადამიანის უფლებები. საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი, საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით?! დამეთანხმა, ქართულად რატომ არ მელაპარაკები?! სიძულვილის ენაა ეს მაინტერესებს?!“ - მიმართა კვიციანმა ლომჯარიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)