|
2019-09-18 19:01:03, 1942 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, უკანონო ბორდერიზაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები. გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე - საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)