|
2019-09-18 15:03:48, 1908 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: დაველოდოთ მორატორიუმთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული
დაველოდოთ მორატორიუმთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის შეფასებით, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილება მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. „შეწყალებასთან დაკავშირებით მე გუშინ გავაკეთე კომენტარი. ახალს ვერაფერს ვერ დავამატებ. რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლოს იქნა გაკეთებული და საზოგადოების შეშფოთებას აქვს საფუძველი. როდესაც პირველად იქნა გადაწყვეტილება მიღებული შეწყალებებთან დაკავშირებით, ჩვენ პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ, რომ გადახედილიყო ის კანონი, რომელიც ანიჭებს პრეზიდენტს უფლებამოსილებას შეწყალებასთან დაკავშირებით. შესაბამისად დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მორატორიუმზე, სწორედ ამის გამო იქნა მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)