|
2019-09-17 11:32:39, 2036 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის წინაშე ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 13% ძალიან კმაყოფილია საქართველოში ჯანდაცვით ხარისხით. კვლევის თანახმად, 58% არის ნაწილობრივ კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 9% კი, ძალიან კმაყოფილია ჯანდაცვით ხარისხით. რაც შეეხება, გამოკითხულთა 3%-ს, კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემის წინაშე ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. 24% მიიჩნევს, რომ პრობლემა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. რაც შეეხება, 14%-ს პრობლემა სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურია. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)