18:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 11:08:43, 1452 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა უმუშევრობის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 22%-ის აზრით, მუშაობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელის შეშლას ასახელებს.

ამავე კვლევის თანახმად, 19% პროცენტის განმარტებით, მუშაობაში სხვა მოვალეობები უშლის ხელს. 17% პირადი კავშირების გარეშე ვერ პოულობს სამსახურს. 12% სამუშაოს ასაკის გამო ვერ პოულობს.9% კი, მიზეზად, სამუშაოსა და უნარების შეუსაბამობას ასახელებს.

რაც შეეხება, გამოკითხულთა 7% უმუშევრობის მიზეზიად სურვილის არ ქონას ასახელებენ, 2%-ს კი არ აქვს მუშაობის ფინანსური საჭიროება.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის თქმით, მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics