|
2019-09-16 15:43:03, 1051 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და პრაღა 3-ის მერმა, ირჟი პტაჩეკმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე, სხვადასხვა სფეროში მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეთა შორის ბიზნეს, კულტურული და ტურიზმის სფეროების წარმოჩენისთვის ღონისძიებების ორგანიზება და ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური თანამშრომლობის მხარდაჭერა იგეგმება. მხარეები ასევე, ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის დამყარებასა და განვითარებას. პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, საბურთალოს გამგეობის დელეგაცია ღვინის ყოველწლიურ ფესტივალსაც დაესწრო, სადაც ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი. „საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 სამომავლო პროექტების განხორციელების დროს ითანამშრომლებენ, რაც ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას თბილისსა და პრაღას შორის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენი სტუმრობის პერიოდში, პრაღაში ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც ქართული ღვინო პირველად იყო წარმოდგენილი. ვიმედოვნებ, რომ ამ ფორმატში, კიდევ მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების როლის, პროექტების შემუშავების, დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის, ასევე, რაიონებს შორის კონკურენციის გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)