|
2019-09-16 11:53:12, 1434 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ვინმე კრამიერის უკმეხი საქციელი დაუკავშირო აშშ-ს, მავნებულურია
„ვინმე კრამიერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მავნებულურია“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანისის“ მიერ ამერიკის საელჩოსთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული აქცია გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. „მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გამზნულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. თავისი შინაარსით არის მავლებლური, ვინაიდან არ შეიძლება ვინმე კრამიერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი, დაუკავშირო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მინიშნება კი აშკარად იგრძნობოდა გუშინ. აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა და არანაირად არ არის დაკვშირებული კრამერის თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელსა ან განცხადებებზე. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს საზოგადოებამაც კარგად გაიგო, თუმცა მცდელობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან საქციელთან ამის მცდელობა აშკარად იყო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)