|
2019-09-13 18:00:26, 2305 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი ზახაროვას: არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება
არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება, კონსტრუქციულად ვართ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში, - ამ სიტყვებით საქართველოს საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინდი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპკერ მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი - რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს -არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს - მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების - წინააღმდეგ. პირიქით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პარალელურად, საქართველო ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას: სრულად შევასრულეთ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება; კონსტრუქციულად ვართ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში და ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად; ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო განზრახვებსა და პროვოკაციულ ქმედებებს: სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზზე აღიმართება მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები უხეშად ილახება ადგილობრივ მაცხოვრებელთა უფლებები და თავისუფლებები იკეტება ე.წ. გადასასვლელები, რაც იზოლაციაში ამყოფებს მოსახლეობას და მწვავე ჰუმანიტარული პრობლემებით ცდილობენ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას. ასეთი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე" საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას და პასუხისმგებლობის გადატანას რეალური კონტროლის განმახორციელებელი ძალიდან მის საოკუპაციო რეჟიმებზე. ამავე მიზანს - საოკუპაციო რეჟიმების ერთგვარი ლეგიტიმაციისა და მათზე პასუხისმგებლობის გადატანას ემსახურება ე.წ. არჩევნების ჩატარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, რომლებსაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის პირობებში, ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, - განაცხადა კონსტაანტინიდმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა დასავლეთს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, დასავლელი კოლეგები რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკას იყენებენ და ოკუპაციაზე საუბრობენ. გარდა ამისა, მან ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "უკვე შემდგარ, სუვერენულ სახელმწიფოებად" მოიხსენია.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)