23:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 18:59:31, 1507 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია შეწყვიტოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის განცხადებით, რუსეთი უკანონო ქმედებებით რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას ძირს უთხრის. 

როგორც ორტაგუსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ამერიკა რუსეთს ისევ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთმა საკუთარი უკანონო, ბოროტი ქმედებებით რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა“, - წერს ორტაგუსი.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics