20:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 11:16:08, 1186 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა

თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა.

ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო.

მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გუშინ ერთხმად გამოუცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics