|
2019-09-07 12:17:14, 1479 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: სამუშაო ადგილი სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა უნდა შექმნას
გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, მაგრამ სანამ ქვეყანა სიღარიბის საბოლოო დაძლევას მიაღწევს, სახელმწიფო მაქსიმალურად ფოკუსირებული იქნება სოციალური დაცვის ფუნქციებზე. „სიღარიბე არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემცირების გარკვეული დინამიკა დღეს ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი -ეს ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, საბოლოო ჯამში ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, ამისთვის ჩვენი მთავრობის ძირითადი პრინციპები იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამას ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა და ეფექტიანმა ბიუროკრატიამ, რომლის ეფექტური მუშაობაც იქნება ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპი და ძირითადი ამოცანაც. სანამ ჩვენ მივაღწევთ სიღარიბის საბოლოო დაძლევას, ჩვენი სოციალური სამსახურები და სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული, მაქსიმალურად ეფექტიანად ახორციელებდეს თავიანთი სოციალური დაცვის ფუნქციებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)