|
2019-09-07 10:44:41, 1614 ნახვა
პოლიტიკა
მარშანია გახარიას - მოგიწოდებთ მოსკოვის დახმარებით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე იფიქროთ
მე მივესალმები ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილის კორექტირებულ რიტორიკას, მან აღიარა და იმეორებს ხშირად, რომ პირდაპირი დიალოგია საჭირო აფხაზებთან და ოსეთთან, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს. ის ასევე გამოეხმაურა, ჟენივისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატს და აღნიშნა, რომ საჭიროა აღნიშნულ ფორმატებს პირდაპირი დიალოგი დაემატოს, როგორც რუსეთთან და ისე აფხაზეთთან და ოსეთთან. „ჩვენ რომ მოჯადოვებულ წრეში დავდივართ მრავალი წელია, ბატონო მინისტრო( დავით ზალკალიანი) თქვენ ხედავთ?! მაგრამ კონკრეტულად მარტო თქვენ ეს არ გეხებათ, ბატონ მომავალ პრემიერ-მინისტრს ვეუბნები ამას უფრო. კარგია ჟენევისა და კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის, ხაზგასმით ამ ფორმატებს მხარს ვუჭერდით. მათ თავის ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ჩვენ ამ ორ ფორმატში, რომელიც ოდნავ მაინც პოზიტივსდა პატარა წინსვლას მოგვიტანს. დიდი ხანია ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო ფართო მასშტაბიან და სერიოზულ სამუშაოსთვის ამ საკითხში. ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და ეს კრემლის გარეშე, მოსკოვის გარეშე არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა. ამაში ჩვენ კიდევ ერთელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე, ბატონო გიორგი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან. მე მივესალმები ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილის კორექტირებულ რიტორიკას, მან აღიარა და იმეორებს ხშირად, რომ პირდაპირი დიალოგია საჭირო აფხაზებთან და ოსეთთან. მე მივესალმები ამ განცხადებას და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს რიტორიკას, მაგრამ ეს განცხადების და რიტორიკის დონეზე არ უნდა დარჩეს“, - მიმართა ადა მარშანიამ განახლებული მთავრობის კანდიდატებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)