19:57 - 22 Jul, 2026
|
2019-09-06 17:38:31, 1504 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ამბობს, რომ „ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის დაჯგუფებების მხრიდან პოლიციაზე ძალადობა არ ახსენდება
„ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის მხრიდან პოლიციაზე ძალადობის ფაქტი არ მახსენდება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგი კაპანაძის შეკითხვას. დეპუტატი დაინტერესდა, ახსენდება თუ არა 20 ივნისის გარდა სხვა შემთხვევა, როცა მოქალაქეები პოლიციაზე ძალადობენ, კონკრეტულ მაგალითად კი, სწორედ „ქართული მარშისა“ და ბიზნესმენ ლევან ვასაძის დაჯგუფებების მხრიდან პოლიციაზე ძალადობის ფაქტი გაახსენა. საპასუხოდ გახარიამ განაცხადა, რომ პოლიციაზე ძალადობის მხოლოდ პანკისის ინციდენტზე ახსენდება. კაპანაძემ პრემიერობის კანდიდატს კი დამატებით, კორცხელის ინციდენტი და ბიბლიოთეკასთან დაპირისპირება გაახსენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)