19:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 16:28:33, 1353 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ სხდომა ბოკერიასა და გახარიას შორის მწვავე კამათით დაიწყო [Live]

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომა დეპუტატ გიგა ბოკერიასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას შორის მწვავე კამათის ფონზე დაიწყო.

ბოკერიას კითხვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს უკავშირდებოდა.

„ბატონო პრემიერობის კანდიდატო, მინდა დავიწყო 20 ივნისამდე მომხდარი მოვლენებით. იცოდით, თუ არა თქვენ რაღაც დროით ადრე, რომ ტარდებოდა ე.წ. მართლმადიდებლობის საერთაშორისო ანსამბლეა თბილისში? გაგაფრთხილეს თუ არა? ხო არ გახსოვთ გქონდათ თუ არა განხილვა იმის თაობაზე საერთოდ მიზანშეწონილია თუ არა ასეთი ღონისძიების ჩატარება საქართველოში?!“, - განაცხადა ბოკერიამ.

საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ ასამბლეის და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მათ, ვის მიერაც ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტები არ არსებობდა, შემოსვლაზე უარი არ ერთქვათ.

ამის შემდეგ ბოკერიამ რამდენიმე კიდევ რამდენიმე კითხვა დასვა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სთხოვა მოკლედ ეპასუხა, რაზეც გახარიამ მას მოუწოდა, რომ ვრცლად პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მათ შორის კამათი.

სხდომა ამ დრომდე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics