|
2019-09-06 13:17:43, 1125 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის სხდომა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის უნდა მოესმინათ, შეწყდა [ვიდეო]
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, შეწყდა. თავდაპირველად სხდომის შეწყვეტა ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ ვინაიდან შენობაში მოქალაქეებს არ უშვებენ, სხდომის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. „ბატონო რომან, ჩემი მოთხოვნაა, რამდენადაც ჩვენ როგორც ვხედავთ, არანაირი პასუხი შეკითხვებზე არ არსებობს და არ უშვებენ როგორც ჩანს საქართველოს მოქალაქეებს, ბატონი გახარიას მიერ თვალებდათხრილ მოქალაქეს მათ შორის, მე არ მიმაჩნია სწორად რომ ჩვენ მოვუსმინოთ დღეს ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვმართავს და ვითხოვ, რომ შევწყვიტოთ სხდომა, შევუერთდეთ გარეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს პარლამენტის კარები ჩაუკეტა ბატონმა გახარიამ. ბატონო გახარია, თქვენ საკუთარი მოკლევადიანი პრემიერ-მინისტრობის ვადის გატარება მოგიწევთ ძლიერი დაცვის ქვეშ. ვერც ერთ მოქალაქეს ვერ დაელაპარაკებით თავისუფლად, იმიტომ რომ ამ რეჟიმში გიწევთ საკუთარი საქმიანობის დაწყება“, - განაცხადა სამადაშვილმა. ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ თანაპარტიელის მოთხოვნა გაითვალისწინა და სხდომა შეწყვიტა. „მე მივიღე ინფორმაცია, რომ პარლამენტი კვლავ არღვევს რეგლამენტს და ფაქტობრივად პარლამენტი არის იზოლირებული, არ უშვებენ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც აქვს საშვი და იმათაც, ვინც აქ მუშაობს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ დღეს, როდესაც ფაქტობრივად მტკიცდება „გავრილოვის მთავრობა“, პარლამენტის ადმინისტრაცია იმდენს ბედავს, რომ იმ ადამიანებსაც არ უშვებს, რომლებსაც აქვთ ყველანაირი უფლება, იყვნენ ამ დარბაზში და შეახსენონ თავი იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ ხელისუფლებამ და პირადად თქვენ ჩაიდინეთ. ამიტომ ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლის მოსმენა ასეთ პირობებში და ვწყვეტთ სხდომას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები ტაშით უპასუხეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)