19:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 14:35:48, 1327 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ვიცოდით, რომ გავრილოვი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მისი თავმჯდომარის სკამზე აბრძანება სპონტანურად მოხდა

„ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი დელეგაციით, მაგრამ თავმჯდომარის სავარძელში რომ უნდა ჩაბრძანებულიყო, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის სკამის დაკავება სპონტანურად მოხდა.

„რაც შეეხება, გავრილოვის თემაზე იკითხეს, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი თავისი მთლიანი დელეგაციით, მაგრამ აბრძანებულიყო და თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით. უცებ მოხდა, სპონტანურად. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კი მას შემდეგ მოხდა გარეთ, რაც პირაპირ ჩანს კადრებში და მე მგონი ზოგზოგიერთებს 2003 წელი და 2019 წელი აერიათ. კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიჭებს, რომელთაც დაიცვეს თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელწიფო და არ მოხდა უფრო მეტი უბედურება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.   

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics