13:06 - 28 Jul, 2026
|
2019-09-04 17:06:04, 1119 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება
მთაწმინდის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება. მოედნების კეთილმოწყობა სულხან-საბას და ჯამბულის ქუჩებზე, ასევე, ოქროყანაში, ბ და გ ზონებში მიმდინარეობს. სპორტული სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. სამი კომბინირებული, ხოლო ერთი საფეხბურთო მოედანი სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, განახლდა ტრიბუნები და დამონტაჟდა განათების ქსელი, იცვლება ხელოვნური საფარი. ოთხივე მოედნის რეაბილიტაციას შპს „კვადრელი“ ახორციელებს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფინალურ ეტაპს მთაწმინდის გამგებელი, დავით კირკიტაძე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კურატორ მოადგილესთან ერთად გაეცნო. სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 320 ათასი ლარია გათვალისწინებული.
(NS)
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)