20:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 12:13:38, 2798 ნახვა

სამართალი
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს თამარ საძაგლიშვილს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარე, საძაგლიშვილისთვის პატიმრობას მოითხოვდა.

 პროკურორის განცხადებით, მცირეწლოვანი ყოველგვარი მოტივის გარეშე დაჭრეს.

„ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე-დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკის გათვალისწინებით. ბრალდებულის მიმართ ასევე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. დასკვნას გარკვეული ვადა სჭირდება“, - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება, დაცვის მხარეს, ადვოკატის აცხადებდა, რომ  ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მომხდარი ფაქტი არ ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics