|
2019-08-28 17:48:34, 1694 ნახვა
პოლიტიკა
Neue Züricher Zeitung: შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს
პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს, - ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Neue Züricher Zeitung იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია დღეს განაახლა. აღნიშნული ქმედებით, ქვეყანა ცდილობს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდეს. უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩაშული თავშესაფრის მაძიებელთა საქმეები დაჩქარებული წესით განიხილება და როგორც წესი მათ მოთხოვნაზე ძირითადად უარს ეუბნებიან. მედიის ცნობით, 2017 წლის შემოდგომიდან ევროპის ქვეყნებში, მათ შორის შვეიცარიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. გამოცემა წერს, რომ შვეიცარიამ სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა, რათა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირებულიყო, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ამ მხრივ გასულ წელს, საქართველო მე-5 ადგილზე იყო ერითრეას, ავღანეთის, სირიის და თურქეთის შემდეგ. საერთო ჯამში დაფიქსირდა 873 განაცხადი, რაც 2017 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. სახელმწიფოები სხვა ქვეყნების უსაფრთხოდ იმ შემთხვევაში აღიარებენ, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება სტაბილურია, არსებობს ჯანდაცვის სისტემა და ადამიანის უფლებები დაცულია.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)