21:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 13:49:48, 1614 ნახვა

სამართალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი - ნ.გ. და დ.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ ოდიშში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოქალაქე დააყაჩაღეს, 770 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics