09:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 18:20:32, 2139 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: თანამედროვე მსოფლიოში ამ ე.წ. „არჩევნებს“ არავინ არ ცნობს

"თანამედროვე მსოფლიოში ამ, ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ არავინ არ ცნობს, ასე რომ, რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. 

კალაძის თქმით, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების მიმართულებით მუშაობს, დე-ფაქტო  არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩართული არ ყოფილა.

„თანამედროვე მსოფლიოში ამ, ეგრეთ წოდებულ „არჩევნებს“ არავინ არ ცნობს, ასე რომ, რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ.  არანაირი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც რეალურად მუშაობს არჩევნების მიმართულებით, განვითარებად ქვეყნებში ჩადიან, აკვირდებიან, ასეთ ორგანიზაციებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ამ ე.წ. „არჩევნებთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics