|
2019-08-26 14:44:40, 1698 ნახვა
პოლიტიკა
დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტების მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება
"საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სადემარკაციო სამუშაოების ფარგლებში ექსპერტების მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. კონსტანტინიდის ინფორმაციით, ექსპერტების შეხვედრის შემდეგ კომისიის სხდომა თბილისში გაიმართება. "როგორც ვიცით, გასულ კვირას ექსპერტების შეხვედრა ჩატარდა. არის 14 შეუთანხმებელი მონაკვეთი, რომლის ნახევრის დათვალიერებაც მოხდა. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში შედგება მორიგი შეხვედრა. ისინი ადგილზე საველე სამუშაოებს ჩაატარებენ და აზომვითი სამუშაოები განხორციელდება. ამის შემდეგ, თბილისში გაიმართება კომისიის მორიგი სხდომა. თარიღსა და სხვა დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. კომისია შერეულია - არიან როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული მხრიდან, როგორც ექსპერტები, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)