|
2019-08-21 18:54:05, 3591 ნახვა
ეკონომიკა
„რაინეარის“ კომერციული დირექტორი - ეს მხოლოდ დასაწყისია
„წლების განმავლობაში საქართველომ ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა, რომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდით სამი მიმართულებით ფრენების დაწყებით, - ამის შესახებ მსოფლიოს უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო'ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „რაინეარი" კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს ფრენებს მილანის მიმართულებით თბილისიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მილანის „ბერგამოს" აეროპორტიდან ავიაკომპანია 19 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. „შესაბამისად, მილანი მნიშვნელოვანი ჰაბია. ასევე, მიმდინარე წელს კვირაში ორჯერ შესრულდება რეისები ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით", - აღნიშნა „რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა. დევიდ ო'ბრაიენის განცხადებით, სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა და დაანონსებულ სამ მიმართულებას დაემატა მეოთხე, კიოლნის მიმართულება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარმა და იმ მხარდაჭერამ, რაც მან და ეკონომიკის მინისტრმა აღგვითქვეს, დამარწმუნა, რომ აქ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და თანაც დაუყოვნებლივ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შემდეგი ზაფხულიდან ჩვენ განვახორციელებთ ფრენებს თბილისი-კიოლნის მიმართულებით კვირაში სულ მცირე, სამი სიხშირით. მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა დევიდ ო'ბრაიენმა.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)