01:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 17:23:09, 461 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები: დავით ებრალიძე, ბესიკ ლოლაძე და ანა დოლიძე. თავდაცვის მინისტრმა აკადემიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ დიდი სეგმენტი აქვს საგანმანათლებლო სივრცისა და სამეცნიერო საქმიანობის კუთხით, საკუთარი ფუნქციებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება ამ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ კი სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის აქტუალურ საკითხებად ისეთი თემები დაასახელა, როგორებიცაა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება, სამხედრო თემატიკის მეცნიერული კვლევების დაფინანსება და სამხედროების კვება. აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, მეცნიერებათა აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მოქმედი მემორანდუმის გადახედვაც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics