|
2019-08-19 17:12:12, 1409 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი ე.წ. ბორდერიზაციაზე: ნატო ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას კვლავ ითხოვს
ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას - ასე გამოეხმაურა ნატოს-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აპატურაი წერს, რომ ოკუპანტების უკანონო ქმედებები დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. „საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სოფელ გუგუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაახლეს ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება. ეს დამატებით სირთულეებს ჰქმნის, წყვეტს რა ხალხს საკუთარ მიწას, ოჯახსა და მეგობრებს. ამასთანავე ეს უკანონო ქმედებაა. ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - წერს აპატურაი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)