|
2019-08-17 13:33:23, 1378 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიდრე ხელისუფლება რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, ოკუპანტი მორიგ სოფელს გვიღობავს
„დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა გავაჩეროთ ოკუპაცია, დავეხმაროთ ადგილობრივებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა. ბაქრაძე ადგილზე მყოფ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. „ოკუპაცია გრძელდება. სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით ადა რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა. აუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი ჩვენი რესურსი მოვახმაროთ ოკუპაციის შეჩერებას. დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რადგან ჩვენი ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა გავაჩეროთ ოკუპაცია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. „ევროპულ საქართველოს“ აქვს მნიშვნელოვანი საგარეო კონტაქტები, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)