14:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 15:18:14, 1510 ნახვა

პოლიტიკა
კაი კაარელსონი: ესტონეთი საერთაშორისო სამართლის დამცველია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

„ესტონეთი საერთაშორისო სამართლის აქტიური დამცველია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.

„მოვლენათა ის განვითარება, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რაც გულისხმობს მცოცავ ანექსიას, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისისთაც. ამ ვითარებაში მნიშნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა“, - განაცხადა საქართველოში ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics