|
2019-08-16 11:36:23, 902 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე შს მინისტრს მოუწოდებს, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას უპასუხოს
„ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს!“ - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ავრცელებს. ლევან კობერიძე გიორგი გახარიას მოუწოდებს, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას უპასუხოს „ორი თვის წინ შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი - კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" - რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს და რა შედეგები დადგა. ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და, როგორც ჩანს, ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს კანონის ძალით და ნებისმიერ მინისტრს და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას , გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი. აუხსნას ეხლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი?!“ - აღნიშნულია დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)