04:48 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 14:58:50, 763 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, მირიანაშვილისა და სვანიშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

სვანიშვილის ქუჩაზე ამ დროისთვის, ასფალტის პირველი ფენა იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 674 კვ.მ  ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

რაც შეეხება, მირიანაშვილის ქუჩას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დასაგებად, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 4 187 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება. 

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ეს არის საუნივერსიტეტო დასახლება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენთვის ასეთი ქუჩების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს, დიდ დიღომში რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება. გზებს მომავალშიც ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ, რათა კერძო დასახლების მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ცეკური“ ახორციელებს. პროექტის განსახორციელებლად, 1 137 248 ლარი დაიხარჯება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics