|
2019-08-14 18:22:39, 1245 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენების შემთხვევაში რუსეთს თბილისის აღებისათვის სამხედრო გზა ეხსნება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბს“ უწოდებს. როგორც სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ამით რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისათვის სამხედრო გზა ეხსნება. "ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია", - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)