|
2019-08-13 11:51:27, 4187 ნახვა
მსოფლიო
კადიროვის მიერ შამილის საერთაშორისო ტერორისტებთან შედარებას ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მღელვარება მოჰყვა
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ინგუში და ჩეჩენი ხალხის ეროვნული გმირი იმამ შამილი საერთაშორისო ტერორისტს შეადარა. "შამილის მოქმედებებმა გამოიწვია ნახევარი ჩეჩენი ხალხის გაწყვეტა. ეს უბედურება გრძელდებოდა 20 წელიწადი, ამ წლებში სანამ შამილი, რუსეთის წინააღმდეგ მის ბრძოლას აგრძელებდა ჩეჩნეთის მოსახლეობა ორჯერ შემცირდა. მამაკაცების სიკვდილიანობამ იმ წლებში 70 პროცენტს მიაღწია. ჩვენ პატივს მივაგებთ შამილის ხსოვნას, მაგრამ გვაქვს სურვილი ვიცოდეთ, ჩეჩნეთში ყოფნის დროს 19 წლის განმავლობაში რატომ ებრძოდა რუსეთის იმპერიას. ამით ის პროვოცირებას უკეთებდა, ჩეჩენი ხალხის განადგურებას. რა იყო ეს თუ არა ტერორი ჩეჩნების წინააღმდეგ?", - განაცხადა კადიროვმა. მისი თქმით საერთაშორისო ტერორისტები შამილ ბასაევი და ხატაბი სწორედ იმამ შამილის გზის გაგრძელებას შეეცადნენ 1999 წელს და ჩეჩენი ხალხის განადგურება გააწყვიტეს, როცა რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაებნენ. რამზან კადიროვის განცხადებამ, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში არასანქცირებული აქციები და დაკავებები გამოიწვია. მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, კადიროვმა ბოდიში მოიხადა. შამილი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეა, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩეჩნეთის, შემდეგ კი ჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფო იმამატში და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიას. თანდათანობით, რუსებმა შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს დაღესტნის სოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)