|
2019-08-12 13:20:45, 2619 ნახვა
მსოფლიო
ჰონგ-კონგში სპეცრაზმმა დემონსტრანტებზე შტურმისას ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენა
ჰონგ-კონგში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სპეცრაზმმა შტურმით აიღო დაკეტილი რკინიგზის სადგური, რომელიც დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან ოფიცრები დემონსტრანტებს საკმაოდ ახლო მანძილიდან. ასევე, ვრცელდება კადრები, თუ როგორც სცემენ პოლიციელები ხელკეტით ესკალატორზე მოქალაქეებს. შტურმის დროს დემონსტრანტებმა პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილები" და აგურები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა. შეტაკებისას ათეულობით ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის პოლიციელებიც იყვნენ. მასობრივი დემონსტრაციები და არეულობა ჰონგ-კონგში უკვე ორი თვეა გრძელდება. სამოქალაქო პროტესტი საექსტრადაციო კანონს უკავშირდება, რომლის თანახმად დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს. ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)