|
2019-08-12 12:04:40, 1356 ნახვა
სამართალი
გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მისი შეფარდების დადასტურებული ვარაუდის სტანდარტი, ამ საქმეში, არ არსებობს. „სასამართლომ მიიჩნია რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება. თუმცა მას აკრძალვა არ აქვს, მას არ ეკრძალება დატოვება, უბრალოდ მას სჭირდება თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი. არანაირ რისკებს ეს არ აზღვევს და, სინამდვილეში, არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ იცის რომ 7 წლის განმავლობაში მასზე არაერთი საქმე მიმდინარეობდა. გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო, მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში. მომავალშიც, რამდენჯერაც დაგვიძახებენ, ყველგან აუცილებლად მივალთ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, ყველა საპროცესო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობას - ნიკა გვარამია ამაზე არ ამბობს უარს. უბრალოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს ის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვისაა აუცილებელი და, სწორედ ამიტომ, უკანონოდ მიგვაჩნია აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მის მიმართ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი2"- ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 40 ათასი ლარის გირაო შეეფარდა და საქართველოდან გასვლა აეკრძალა. მას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)