02:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-11 10:27:15, 998 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ვაკე-წყნეთობა ანიშნეს

ვაკის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, წყნეთში სახალხო დღესასწაული „ვაკე- წყნეთობა 2019“ აღინიშნა.

„ვაკე- წყნეთობის“ ტრადიციის მიხედვით, ზეიმის ძირითადი ნაწილი ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრს ეთმობა, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

გარდა ამისა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო ქიმიური ლაბორატორიის შოუ, რობოტის შოუ, ილუზიონისტის წარმოდგენა. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ტერიტორიაზე მოქმედებდა სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი.

„ვაკე -წყნეთობა 2019“-ს ადგილობრივებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდა.

„ძალიან მიხარია, რომ სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. ვაკის რაიონის გამგეობა კი ხელს უწყობს, რომ ეს დღე წყნეთელებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. „წყნეთობას“ სპორტული აქტივობის - ჭიდაობის გარდა, ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენის ორგანიზება და გასართობი კუთხის მოწყობა ხდება. დღესაც,  ეს დღესასწაული შედგა“, - განაცხადა ვაკის რაინის გამგებელმა.

სახალხო დღესასწაული „ვაკე - წყნეთობა“ 1997 წლიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით აღინიშნება.

 NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics