|
2019-08-10 20:38:40, 1992 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ
რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამთბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. „რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს, იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს. მოსამართლესაც არ აქვს თეორიულად, ამის უფლება, მაგრამ ვნახოთ... ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნაზე შემოტანილი განცხადბა არის კიდევ ერთი დარტყმა ჩემი ახალი მედიის მომავალზე იმიტომ, რომ ქვეყნით გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში უნდა იყვნენ პარტიონები, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში, იციან ჩემი ვოიაჟები იგივე უკრაინაში, იგივე ლონდონში და ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. პროკურატურა „რუსთავი 2“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)