|
2019-08-10 20:29:49, 1627 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - გუშინ მე მოვედი ჩაჯმული შარვლით, დღეს ასეთია პროკურატურა
"გუშინ მე მოვედი "ჩაჯ*ული" შარვლით, დღეს ასეთია პროკურატურა", - ამის შესახებ, რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე მოვედი გუშინ განსხვავებული, ჩაჯმული შარვლით და დღეს ზუსტად ეგეთია საქართველოს პროკურატურა. მას უნდა შემოეტანა 500 ათას ლარიანი გირაო და ეს ვიცოდით, მაგრამ შემოიტანა 80 ათასიანი გირაო. საერთოდ რატომ შემოიტანა გირაოს შუამდგომლობა ეს არავინ არ იცის. როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია თუ მას სჭირდება, ისეთი აღმკვეთის ღონისძიება შემოიტანოს რომელიც უზრუნველყოფს მის მიზენებს, ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი პატიმრობა. მაგრამ როგორი შარვალი მეცვა (მიმართავს ჟურნალისტებს. რედ) ზუსტად ეგეთია პროკურატურა. " - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)