06:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 12:03:46, 1476 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თხილის წარმოების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული თანამშრომლობის  სამმხრივი დეკლარაცია გაფორმდა  თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დეკლარაციის თანახმად, თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია  წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციების შეაჯერეს.  თანამშრომლობა დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics