01:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 10:07:10, 989 ნახვა

საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს

2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შენობებზე.

დროშები დღეს, 00:00 საათამდე იქნება დაშვებული.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი შესრულდა. საქართველოში რუსეთის ჯარის ინტერვენციის შედეგად, 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, 1 747 კი, დაიჭრა. სახლები თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics